საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36589

ფაქტი 36589

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება წიგნების გამოსაცემად თავად იძენდა ქაღალდს, სტამბას, შრიფტს, ცინკოგრაფიას, ლიტოგრაფიასა და ყველა მოწყობილობას, რაც წიგნების, კარტებისა და სურათების ბეჭდვას სჭირდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36589; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .