საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3660

ფაქტი 3660

1919 წლის 1-ლ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე მითაიშვილის თხოვნა იმის შესახებ, რომ დაბრუნებოდა დისშვილის, დომენტი ართილაყვას მიერ ტილოზე დახატული ილია ჭავჭავაძისა და ეგნატე ნინოშვილის სურათები, რომლებიც საზოგადოების კანცელარიაში ინახებოდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3660; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .