1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1919 წლის თებერვლის შემოსავალ-გასავალი. შემოსავალი იყო 57323 მან. 79 კაპ., გასავალი – 37680 მან. 87 კაპ. ანგარიში შეამოწმა გამგეობის წევრმა შ. დედაბრიშვილმა. გამგეობამ საზოგადოების ვექილ კ. ნინიძეს მაინდო 8000 მანეთის ვექსილების განაღდება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი