საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3673

ფაქტი 3673

1919 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოდან მოსული ცნობა, რომ იქ შესაძლებელი იყო 510 ფუთამდე ქაღალდის ყიდვა, ფუთის ღირებულება 120 მანეთი იყო. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების სახელით ქაღალდის ყიდვის შესახებ, აზერბაიჯანის სახალხო განათლების მინისტრისათვის მიეწერა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3673; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .