1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რწმუნებულთა საზოგადო კრების დადგენილების თანახმად (04.02.1919) გამგეობის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს თ. კიკვაძე, სასკოლო სექციის თავმჯდომარედ – ლ. ბოცვაძე. სასკოლო სექციის წევრებად გამგეობის მხრიდან აირჩიეს ი. ვართაგავა, ვ. ბურჯანაძე. სამწიგნობრო სექციის წევრად – ს. იაშვილი და შ. დედაბრიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი