საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36872

ფაქტი 36872

1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის თხოვნა, რომ უფლება მიეცათ გაეყიდა რუსული ფულის ნიშნები 4 123 000 მანეთი, რომელიც ხაზინაში ინახებოდა, რადგან ფინანსთა კომისარიატმა არ დააკმაყოფილა გამგეობის შუამდგომლობა ბონების ქართულ ფულზე გადაცვლის შესახებ. ამ საკითხის განხილვა სხდომის წევრებმა გადადეს, რაც ხელმოწერით დაადასტურა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36872; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .