საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36909

ფაქტი 36909

1831 წლის 15 აგვისტოს ახალციხის სამი ეკლესიის კურთხევის ცერემონიაზე ბერძნულ-ქართული ეკლესიის მღვდლები, რომელთაც ახალი ანაფორები ემოსათ, ხატებითა და ჯვრებით გამოსულან. ჯვარ-ხატები და საეკლესიო ინვენტარი საქველმოქმედო შემოწირულობებისგან შეგროვებული თანხით შეუძენია და ახალციხეში გადმოუგზავნია მოსკოველ ვაჭარ ივანე ვასილის ძე ჩეტვერიკოვს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36909; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .