საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3691

ფაქტი 3691

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განათლების სამინისტროს უწყება, რომ პარლამენტის საერთო დადგენილების თანახმად, ყველა სკოლა უნდა გადასცემოდა ერობებს და ამის შესახებ საზოგადოების გამგეობას თავისი გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინა სამინისტროსთვის. გამგეობამ დაადგინა, რომ ის პრინციპულად თანახმაა, გადასცეს სკოლები ერობებს, ხოლო ვიდრე ერობები მიიღებდეს სკოლებს, გამგეობა საჭიროებს დახმარებას, რომ სკოლებმა მოქმედება არ შეწყვიტონ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3691; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .