საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3696

ფაქტი 3696

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ორი მაჰმადიანი ქართველი მოწაფის მურად გულთაიშვილის და სულეიმან კაიკაციშვილის თხოვნა ბათუმის გიმნაზიაში გადაყვანის შესახებ. ხსენებული მოწაფენი, რომელთაც გამგეობა აძლევდა იმ ჟამად თვეში ორივეს 100 მანეთს, ბათუმში გიმნაზიის გახსნის გამო თხოულობდნენ იმ გიმნაზიაში გადაყვანას, რადგან მათი აზრით, საჭირო იყო, რაც შეიძლება მეტი ქართველი მოწაფის ხსენებულ გიმნაზიაში მოთავსება. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3696; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .