საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 37000

ფაქტი 37000

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევა. ამ საკითხის მოგვარება დაევალა გამგეობას, დადგინდა დამხმარე კომიტეტის არჩევაც შემდეგი შემადგენლობით: კატო ბერიძე, ზინაიდა ჟორდანია, იასონ მუჯირი, გრიგოლ დადიანი, ივანე ოსიძე, გრიგოლ ჯიქია და კლიმენტი ლორთქიფანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 37000; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .