საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3706

ფაქტი 3706

1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ე. სარაჯიშვილის ნების აღმსრულებელთადმი მიმართვა განსვენებულის მიერ ნაანდერძევი თანხიდან 200000 მანეთის წიგნების გამოცემის საჭიროებისთვის გაცემის თაობაზე. გამგეობის ცნობით, წინა წელს უკვე მიღებული ჰქონდათ 120000 მანეთი. საკითხის მოგვარება გამგეობის თავმჯდომარეს დ. გ. კარიჭაშვილს და მდივანს ვ. ბურჯანაძეს დაევალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3706; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .