1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სახელმძღვანელო წიგნების შესწორების შესახებ, რომელიც დასვა თ. კიკვაძემ. ის ითხოვს დედა ენა I და დედა ენა II ნაწილი, აგრეთვე ბუნების კარის შესწორებას. გამგეობამ დაადგინა: გადაიდოს დედა ენა I ნაწილის შესასწორებლად 3000 მან. და II ნაწილის 5000 მან., ხოლო ბუნების კარის შესასწორებლად - 10000 მანეთი. დედა ენა I ნაწილი უნდა შესწორდეს ისე, რომ მოთავსდეს ერთი წლის კურსი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი