1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლ. შენგელაიას წინადადება, შეიძინოს საზოგადოებამ მისგან „ტარიელ გოლუა“ 500 ცალი, ცალი 3 მანეთად. გამგეობამ დაადგინა, შეეძინათ მისაგან 500 ცალი „ტარიელ გოლუა“, ცალი 3 მანეთად, წიგნი გაიყიდოს 5 მანეთად ცალი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი