1918 წელს დუდა დავითის ძე სალაძე, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, პედაგოგი, 1917 წელს დაარსებული თერჯოლის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი იყო.

წყარო: ცნობები საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების მდგომარეობის შესახებ | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი