საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3849

ფაქტი 3849

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქარვასლის გამგე ირ. რამიშვილის წერილი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას უნდა გადაეხადა ქარვასლაში დაქირავებული ოთახების ქირის ყოველთვიური ხარჯი, 720 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა მიწათმოქმედების სამინისტროს წინაშე, რომ საზოგადოებას გადასახადის მომატება არ შეხებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3849; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .