საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3984

ფაქტი 3984

1921 წლის 18 იანვრს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ფოთის განყოფილება მათი მიწერილობის 9/12 N43 თანახმად ატყობინებდა, რომ განყოფილება განაგრძობდა თავის მოქმედებას და შეძლებისდაგვარად, ადგილობრივი ძალების დახმარებით, ნაწილობრივ ახორციელებდა საზოგადოების მიერ დასახულ მიზნებს. ინახავდა ერთ ბიბლიოთეკა-სამკითხველოს, რომელსაც გამოწერილი ჰქონდა ყველა პერიოდული გამოცემა. გამოუთქმელი სიძვირის გამო განყოფილება დიდი სიღარიბეს განიცდიდა. 1921 წლის პირველი თებერვლის განჩინების თანახმად ეს საკითხი ცნობად იქნა მიღებული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3984; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .