საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3998

ფაქტი 3998

1919 წლის 12 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ I ქვეითთა დივიზიის სამხედრო ინსტრუქტორი ართმელიძე ჯარისკაცთა სახელით ითხოვდა, საგარნიზონო სკოლებისთვის გადაეცათ შოთა რუსთაველის, ნ. ბარათაშვილის, ორბელიანის, რაფიელ ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალ. ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, გ. წერეთლის და სხვ. 4-4 წიგნი გადაეცათ. გამგეობის დადგენილებით გაიგზავნა თითო ცალი, რადგან მეტი არ ჰქონდათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3998; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .