საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4014

ფაქტი 4014

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქთა კავშირის სტამბის გამგის, ნესტორ გელოვანის განცხადება „დედა ენის“ პირველი და მეორე ნაწილების აწყობა-დაბეჭდვის ანგარიშში თითოეულ წიგნში 9-11 მანეთამდე გადახდის შესახებ. დაადგინეს, გელოვანისთვის თითო წიგნში დამატებით თითო მანეთი მიეცათ, სულ 200.000 მანეთი. ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4014; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .