1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მთავარი გამგეობის თავმჯდომარისა და წიგნსაცავის მუზეუმის გამგის დ. კარიჭაშვილის მოხსენება. მთავრობის წინადადების თანახმად, გაძარცვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მუზეუმის ოქრო-ვერცხლის ნივთები და ზოგიერთი იშვიათი ხელნაწერი დასავლეთ საქართველოში უნდა გაგზავნილიყო. ექსპონატები ჩალაგებული იყო სამ ყუთში (თან ერთვოდა სია). გაძარცვის საფრთხე გაჩნდებოდა, თუ ქართულ ჯარს ტფილისიდან გასვლა მოუწევდა. გამგეობამ მოხსენება ცნობად მიიღო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი