საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4018

ფაქტი 4018

1918 წლის 9/16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკას მაცხოვრებელთა თხოვნა ქართული სკოლის დასაარსებლად დახმარების შესახებ. მათ 500 მანეთამდე უკვე შეგროვებული ჰქონდათ. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის შენობის დასრულების შემდეგ მათ 200 მანეთით დახმარებოდა და 200 მანეთის წიგნებიც გაეგზავნა. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4018; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .