საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4021

ფაქტი 4021

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა საბჭოს კანცელარიისთვის საბეჭდი მანქანის დროებით თხოვების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათი თხოვნა დაეკმაყოფილებინა. დადგენილებას ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ი. გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4021; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .