საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4136

ფაქტი 4136

1919 წლის 10 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა დიმიტრი უზნაძის წინადადება, რომ საზოგადოებამ შეიძინოს მისგან საშუალო სკოლების სახელმძღვანელო „ახალი ისტორიის სახელმძღვანელო XVIII-XIX საუკუნეებიდან“ 5000 ცალი და გამოსცეს შემდეგი წიგნები: „ძველი აღმოსავლეთი“ (მე-3 გამოცემა), „ძველი საბერძნეთი“ (მე-2 გამოცემა), ძველი რომი“ (1-ლი გამოცემა), „საშუალო ისტორია“ (1-ლი გამოცემა). გამგეობამ პრინციპულად მისაღებად მიიჩნია დ. უზნაძის წინადადება და მიღებული წესების თანახმად, წინასწარ განსახილველად გადაუგზავნა სათანადო კომისიას და გადაწყვიტა, გაემართა ავტორთან მოლაპარაკება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4136; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .