1919 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყოფილი სტიპენდიატ ვალერიან ახვლედიანის განცხადება დარჩენილი ვალის (1695 მანეთს) ნაწილ-ნაწილ, თვეში 50 მანეთის გადახდის შესახებ. გამგეობამ ეს წინადადება მიიღო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი