1919 წლის 17 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაბათის საქველმოქმედო საზოგადოების რწმუნებულ ალიოზ ბათმანაშვილის თხოვნა, დახმარება აღმოუჩინონ წიგნებით და ჟურნალ-გაზეთებით რაბათის ბიბლიოთეკას და ქართულ სკოლას. ქართული სკოლის ოთხი განყოფილებისთვის ის ითხოვდა საჭირო სახელმძღვანელოებს, თითო განყოფილებისთვის 25 ცალს და ფულით დახმარებას 10000 მანეთამდე. გამგეობამ დაადგინა, რაბათის ბიბლიოთეკისთვის მიეცა დახმარება 300 მანეთი ფულად ან წიგნებით, როგორც ისურვებდნენ მთხოვნელები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი