საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4150

ფაქტი 4150

1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გალაქტიონ ტაბიძის წინადადება მისი წიგნის 1900 ეგზემპლარის ნაღდ ფულზე შეძენის შესახებ, ცალი 16 მანეთად. წიგნი 26 მაისს უნდა გამოსულიყო გასაყიდად. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4150; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .