საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4187

ფაქტი 4187

1919 წლის 18 აგვისტოს მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარემ ვ. გელოვანმა, წევრებმა: ილარიონ კოპალიანმა, კოწია ბერუჩაშვილმა, ი. გულბანმა და მდივანმა – ვ. მახარობლიძემ ყრილობის სახელით მიმართეს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობას, რომ ყრილობამ იმსჯელა მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის შესახებ და დაადგინა: მთავრობისგან მოითხოვოს მატერიალური პირობების გაუმჯობესება – დაუნიშნოს მათ 1000 მან. ჯამაგირი და გაუსწოროს მიუღებელი ხელფასები. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლები 1-ლი სექტემბრიდან გაფიცვას აპირებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4187; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .