საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4231

ფაქტი 4231

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის წინადადება სკოლების გადაცემის შესახებ. მისი აზრით, სკოლები სექტემბრიდან უსათუოდ უნდა გადაეცეს ერობებს. გამგეობამ დაადგინა, მიენდოს თ. გ. კიკვაძეს, გამგეობის სახელით აღძრას შუამდგომლობა დამფუძნებელი კრების სასკოლო კომისიაში სკოლების ჩაბარების შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4231; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .