1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე გველესიანის წინადადება, მისგან შეეძინათ 1000 ცალი დ. უზნაძის „ახალი ისტორია“ და გველესიანის „ისტორია“ 40%-ის დაკლებით მხოლოდ ნაღდ ფულზე. გამგეობის განჩინებით, უასხსრობის გამო, უარი ეთქვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი