საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4273

ფაქტი 4273

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის (რომელიც კავკავში მიემგზავრებოდა) წინადადება, რომ, თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა, კავკავის სკოლის მდგომარეობა გაერკვია და მათთვის თავისი აზრი გაეცნო. გამგეობამ დაადგინა, ეთხოვა მისთვის ადგილობრივი განყოფილების გამგეობის დახმარებით კავკავის ქართული სკოლის მდგომარეობის შესწავლა და დასკვნის გამგეობისთვის წარდგენა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4273; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .