საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4276

ფაქტი 4276

1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს, რომ მესტამბე ვარლამ რუხაძე ავანსად წიგნების („დედაენა“ II ნაწილი) ბეჭდვის ანგარიშში 20000 მანეთს ითხოვდა. გამგეობის ცნობით, რუხაძე „დედაენას“ თავის ქაღალდზე ბეჭდავდა. „დედაენის“ II ნაწილი 15000 ცალი უნდა გამოსულიყო . დადგინდა, მიეღო ვ. რუხაძეს 20000 მანეთი ავანსად. ხელშეკრულების დადება მიენდო თევდორე კიკვაძეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4276; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .