1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს, რომ ალექსანდრე არაბიძე თანახმა იყო საზოგადოებისთვის 35000 მანეთად 7000 ცალი, ანუ მთელი გამოცემა ს. იაშვილის „ბოტანიკა“ დაეთმო. ასევე, გამგეობას ნებას აძლევდა წიგნზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა დაეწერათ. გამგეობის განჩინებით, მას 7000 ეგზემპლარში 35000 მანეთი მიეცა. 2000 მანეთი მაშინვე და დანარჩენი ერთი თვის შემდეგ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი