საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 429

ფაქტი 429

1924 წლის 21 აპრილს ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილმა დაკითხვაზე პარტიულობა კატეგორიულად უარყო. ძიებისთვის საინტერესო იყო მისი ნაცნობობა 1924 წლის აჯანყების მონაწილეებთან, ესენი იყვნენ: დათა ქავთარაძე, პართენ ხურციძე, ალექსანდრე კინწურაშვილი, ვანო ქაიხოსროშვილი, ვალერიან ბილანიშვილი, ნიკა კვერნაძე, ნესტორ იმნაიშვილი და სოსო წულუკიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 429; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .