1919 წლის 29 დეკემბერს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ განათლების სამინისტროს მიმართა, რომ, გამგეობის 25 ოქტომბრის დადგენილების თანახმად,  ცაგერის პირველდაწყებითი სასწავლებლის ფრანგულის ენის მასწავლებლად 15 დეკემბრიდან დანიშნულია რაჟდენ სიმონის ძე ჭედლიანი.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი