1919 წლის 9 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნაძალადევის სამოქალაქო კომიტეტის თხოვნა, ნაძალადევის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მისთვის იმ დახმარებით გადაცემის შესახებ, რომელსაც სამკითხველო საზოგადოებისგან ღებულობდა (ე. ი. 1000 მანეთი). გამგეობა დათანხმდა ამ თხოვნას და გადაცემის პირობების შემუშავება ვ. ბურჯანაძეს მიანდო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი