შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მის მიერ 17 და 30 მაისისს გაგზავნილი წერილები მიიღო. სთხოვა, რომ კირიონ მაღლაკელიძეზე ეზრუნა, რადგან იგი მძიმედ იყო ავად. შალვა მაღლაკელიძემ წერილში კორძაია ახსენა, რომლის შესახებაც გაიოზმა მისწერა მას.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი ბუჭუ (გაიოზ) მაღლაკელიძისადმი. უკმაყოფილებას გამოთქვამს ქართულ ემიგრაციაზე 1948 | 9 ივნისი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი