საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 444

ფაქტი 444

სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი დააპატიმრეს 1924 წლის 25 მაისს, კომენდატურაში მიიღეს 4 ივნისს („საკამენდატუროში მიღებულია პატიმარი ჟორჟოლიანი სოლომონ“, ხელს აწერს თანამშრომელი მესხი), საქმის წარმოება დაიწყო 1924 წლის 11 აგვისტოს. იქამდე, 3 ივნისს, დაკავებული დაჰკითხა ძაგანიამ. ჟორჟოლიანს ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე ის, რომ საკუთარ ძმასთან ერთად ყოველდღე წმენდდა იარაღს. (ოქმზე, რომელშიც ჟორჟოლიანს შევსებული აქვს საკუთარი მონაცემები დაპატიმრების დროდ მითითებულია 25 მაისი, უფრო ქვემოთ დაკავებულის ხელმოწერის დღედ მითითებულია 4 მაისი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 444; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .