საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4469

ფაქტი 4469

1919 წლის 21 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სტამბის მეპატრონის, ვარლამ რუხაძის თხოვნა, „დედაენის“ II ნაწილის ბეჭდვის ანგარიშში 8000 მანეთის გადაცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მისი თხოვნის დაკმაყოფილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4469; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .