საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4533

ფაქტი 4533

1919 წლის 27 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელთა კავშირის ოზურგეთის კოოპერატიული წიგნის მაღაზიის „განათლების“ თხოვნა 30000 მანეთის ოდენობის კრედიტის გამოყოფის შესახებ. გამგეობამ მაღაზიას კრედიტის გამოყოფაზე უარი უთხრა. გამგეობის წევრ თეოდორე კიკვაძის თავდებობით კი 7000 მანეთის წიგნები 2 კვირის ვადით მისცეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4533; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .