საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4541

ფაქტი 4541

1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სკოლის გამგისა და პედაგოგის, იასონ ალექსიშვილის თხოვნა სკოლისთვის საჭირო წიგნების ნისიად (ათასი მანეთის) გადაცემის შესახებ. მას თავდებობდა შიო დედაბრიშვილი. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4541; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .