საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4569

ფაქტი 4569

1919 წლის 18 ოქტომბრის დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სამტრედიის ქალაქის გამგეობა ითხოვდა, გადასცემოდა მათ საზოგადოების განკარგულებაში არსებული ადგილობრივი ბიბლიოთეკა და კიოსკი, ვინაიდან ისინი იმჟამად დახურული იყო, მათი არსებობა კი იქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან სასარგებლო იყო. გამგეობამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4569; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .