1919 წლის 18 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გორის განყოფილების საქმეთა ლიკვიდაციის შესახებ. ვ. ბურჯანაძემ წამოაყენა წინადადება: 1. გორის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველო გადასცემოდა ქალაქის თვითმართველობას. ინვენტარის შემოწმება და სიით ჩაბარება მინდობოდა კირილე ივანეს ძე არველაძეს. 2. განყოფილების მაღაზია დაეკეტათ. მაღაზიის მთელი ქონება, წიგნები, საკანცელარიო ნივთები მიეყიდათ სამაზრო ერობისთვის. სიის შედგენა და შეფასება არველაძეს დაავალეს. გამგეობის ცნობით, ფაქტობრივად მაღაზიას ერობა განაგებდა. გამგეობამ მოხსენება დაადასტურა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი