შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ ვიზის საკითხს მოაგვარებდა ესპანეთში წავიდოდა და იქიდანაც მიაწვდიდა მასალებს. იგი ეგვიპტეში, სირიასა და ლიბანში გეგმავდა მოგზაურობას.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი ბუჭუ (გაიოზ) მაღლაკელიძისადმი. სთხოვს გაუგზავნოს კორესპონდენტის ბარათი. აცნობებს, რომ უგზავნის ორ წერილს, რომლის ცნობები სანდო წყაროებიდან აიღო. ჰპირდება, რომ მიაწვდის მასალას ჩინეთის შესახებ. აცნობებს, რომ აპირებს მოგზაურობას ესპანეთში, ეგვიპტეში, სირიასა და ლიბანში.
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი:
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი