თელავში წმ. ნინოს სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს პირი თელავის ქალაქის თავს წერს, რომ სამინისტროს საწინააღმდეგო არაფერი აქვს თავისუფალ საათებში სომეხთა გიმნაზიას დაეთმოს სასწავლებლის შენობა.ეს საკითხი მოეგვარებინათ ქალაქის თავთან შეთანხმებით. 1918 წლის 24 ოქტომბერს ხელს აწერს განათლების მინისტრი გ.ლასხიშვილი.

წყარო: მიმოწერა თელავის სომხური გიმნაზიის წმ. ნინოს სასწავლებლის შენობაში მოთავსების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი