შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ ირაკლი ბაგრატიონის სიძე დიდი მთავარი ვლადიმირ კირილოვიჩი ესტუმრა. მას სურდა, რომ შალვა მაღლაკელიძე ქრისტეს საფლავის დამცველთა რაზმით პალესტინაში წასულიყო. მათ თანხმობა ჰქონდათ მიღებული ურიებისგან და არაბებისგან, მაგრამ საბოლოო შეხვედრა გადაიდო.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი ბუჭუ (გაიოზ) მაღლაკელიძისადმი. სწერს თვისი მომავალი მოგზაურობის შესახებ არგენტინასა და ესპანეთში. აცნობებს, რომ მღვდელი თარხნიშვილის დახმარებით ვიქტორ ნოზაძე აპირებს ვატიკანში ჩასვლას და ქართულ ენაზე საეკლესიო წიგნების დაბეჭდვას
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი