შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ესპანეთში წასასვლელად ყოფილიყო მზად. შალვა მაღლაკელიძემ ირაკლი ბაგრატიონს სთხოვა, რომ მისთვის სტიპენდია შეენახა, რათა ესპანეთში გამოეყენებინა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი ბუჭუ (გაიოზ) მაღლაკელიძისადმი. სწერს თვისი მომავალი მოგზაურობის შესახებ არგენტინასა და ესპანეთში. აცნობებს, რომ მღვდელი თარხნიშვილის დახმარებით ვიქტორ ნოზაძე აპირებს ვატიკანში ჩასვლას და ქართულ ენაზე საეკლესიო წიგნების დაბეჭდვას
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი