საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 495

ფაქტი 495

1919 წლის 31 მაისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილის უფროსის, იაშვილის მიერ პატიმართა სახაზინო ფულებისა და ქონების რევიზიის შესახებ წერდა. რევიზიაში მონაწილეობდნენ: ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწე, ბრალმდებლის ამხანაგი, ქალაქისა და ერობის გამგეობის წარმომადგენელნი და საპყრობილის მზრუნველთა კომიტეტის წევრი. რევიზიას არავითარი დარღვევა არ აღმოუჩენია.

წელი:
1919
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 31 მაისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 495; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .