საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4985

ფაქტი 4985

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „ბუნების კარის“ სალიტერატურო განყოფილების გამსწორებელი კომისიის აზრი მისი გასწორების შესახებ. კომისია იმ აზრის იყო, რომ „ბუნების კარს“ უნდა დარჩენოდა არამარტო ენციკლოპედიური ხასიათი, არამედ ის მეთოდიც, სისტემაც მასალის დალაგებისა, რომელიც მას ჰქონდა, რადგან უამისოდ წიგნი აღარ იქნებოდა ი. გოგებაშვილის. გამგეობამ გადადო საკითხის განხილვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4985; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .