1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სტამბოლში მყოფი საქართველოს მისია თხოულობს მაჰმადიან ბავშვთათვის სასწავლებლად და დასარიგებლად 100 ცალ „დედაენას“, I ნაწილს და II ნაწილს და რამდენიმე „ბუნების კარს“, ისტორიას და ისტორიულ მოთხრობებს. საკითხს შუამდგომლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. გამგეობამ გადაწყვიტა, ეცნობებინა სამინისტროსთვის, რომ თხოვნა უკვე დაკმაყოფილებული იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი