საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4992

ფაქტი 4992

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ნადეჟდა ჭყონიასი წინადადებას აძლევს გამგეობას, შეიძინოს ნაღდ ფულზე მისგან მისი მეუღლის, ალექსანდრე ჭყონიას ნაწერები „ისტორიული ნარკვევი“ 270 ცალი და „სამეგრელოს აღწერა“ – 60 ცალი. პირველი – 35 მანეთად ცალი, ხოლო მეორე – 25 მანეთად, 40% დაკლებით. გამგეობამ გადაწყვიტა, შეეძენათ „სამეგრელოს აღწერა“ – 60-ვე ცალი, ხოლო „ისტორიული ნარკვევი“ 100 ცალი 40%-ის დაკლებით იმ პირობით, თუ „ისტორიული ნარკვევის“ ნომინალური ფასი იქნებოდა 20 მანეთი, ხოლო „სამეგრელოს აღწერისა“ – 15 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4992; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .