საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5074

ფაქტი 5074

1918 წლის 15 ოქტომბერს გრიგოლ აფშინაშვილმა განათლების სამინისტროს წარმოუდგინა მოკლე წერილობითი მოხსენება საინგილოს სკოლების შესახებ და აღძრა შუამდგომლობა საინგილოს სკოლებისათვის საჭირო თანხის გადადების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზაქთალის ოლქის მდგომარეობა, კერძოდ საინგილოსი, გამოუძიებელი იყო, სამინისტრო მაინც შესაძლებლად თვლიდა, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე 20 250 მანეთი გადაედო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5074; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .